*** 1334 days ago Quote('88920','88920','5','23')">Report spamიცი? ზოგჯერ ისეთი ბედნიერი ვარ ჩემი ბედნიერება მაშინებს, ასე მგონია მძინავს და ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ არის მხოლოდ სიზმარია, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, ასე მგონია უცბად ვინმემ რომ გამაღვიძოს , შენც გაქრები, ის ჯადოსნური წუთებიც და ამასთან ერთად ჩემი ბავშვური გამოხედვა, და როდესაც გამომეღვიძება ... ვიგრძნობ უსაშველო სევდას და საშინელ მარტოობას! შენ ხომ ისიც არ იცი, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი ადგილი სადაც არც ფულია ბედნიერება და არც ზედმეტი სიტყვები, სადაც ადამიანი ყოველთვის ყოვლისშემძლედ გრძნობს თავს და სადაც ისე თბილად არის მისი გული, რომ თავისი სიმშვიდისაც კი შურს! და ეს ის ადგილია სადაც ყველა ოცნება და ნატვრა სრულდება, თუნდაც ყველაზე სანუკვარი! სადაც მხოლოდ სიკეთეა! ეს ის ადგილია სადაც დედამიწა ცარიელდება და მხოლოდ შენ...მე...უამრავი ვარსკვლავი... და...მარტოსული მთვარეა ცაზე! მიყვარხარ და მიყვარდი კაცობრიობის და მსოფლიოს შექმნის დღიდან!
უსაშველოდ...
უძლიერესად...
უსაზღვროდ...
მენატრები!!!
--- :D
Comments: 1 Views: 3258
|